ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა - რას აპირებს ენმ-ს თავმჯდომარე

01.05.24 11:22
ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა - რას აპირებს ენმ-ს თავმჯდომარე

ხაბეიშვილმმა კლინიკა უკვე დატოვა - ენმ-ს თავმჯდომარემ სახის არეში ჩატარებული მძიმე ოპერაციის მიუხედავად, ინგოროყვას საავადმყოფო თვითნებურად, ხელწერილის საფუძველზე, დატოვა.

ხაბეიშვილი აპირებს დღეს პარლამენტის სასესიო დარბაზს შეუერთდეს, სადაც "ოცნება" დღეს სავარაუდოდ, რუსულ კანონს მეორე მოსმენით დაამტკიცებს.

ჩამსხვრეული კბილები, ჩალურჯებული თვალი და ათობით დაზიანება მთელს სხეულზე - ასე დასაჯა "ოცნების" ხელისუფლებამ  გუშინ "ნაცმოძრობის თავმჯდომრე"

ლევან ხაბეიშვილი, რომესაც იმუნიტეტი იცავს, სპეცრაზმმა კორდონში იმ დროს შეითრია,  როდესაც სპეცრაზმი ერთ-ერთ მოქალაქეს აკავებდა და  ოპოზიცინერი მის დახმარებას ცდილობდა. ხაბეიშვლი დარწმუნებულია, რომ მისი სასტიკად ცემის დავალება სპცერაზმის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა პირადად გასცა.

შსს კი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილი პოლიციის კორდონში თავად შეიჭრა, წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, რა დროსაც მიიღო დაზიანება.
 

მსგავსი სიახლეები