რეპრესიებზე, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა, პასუხისმგებლობა ეკისრება გომელაურს, "ხარებას"- ნადირაძე
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის უმოწყალოდ ცემის და გუშნ ღამით "ოცნების" სადამსჯელოს ოპერაცია, ივანიშვილის მიერ დაანონსებულ რეპრესიებს უკავშირდება.
ნადირაძის თქმით, ოლიგარქის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემდეგ , მისი გუნდი მოქმედებაზე გადავიდა.
ოპოზიციონერი ხაბეიშვილის ცემაში პასუხისმგებლობას ვახტანგ გომელაურს და სპეცრაზმის შეფს, ზვიად ხარაზიშვილს აკისრებს.
ყველანაირი მიზეზის და გაფრთხილების გარეშე გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს, ბიჭებს, გოგოებს, უმოწყალოდ სცემდდნენ ამ ადამიანებს. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს შეესწრო ლევანი, როდესაც არასრულწლოვან ბავშვს სცემდნენ აქტიურად და წავიდა მათ დასახმარებლად. ამ დროს შეიწია სპეცრაზმმა, ეს აკდრები არსებობს და უმოწყალოდ სცემეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს ადამიანი და დიახ, ეს არის პუტინის ხელწერა.
ლევანს აქვს უმძიმესი დაზიანებები, სასტიკად და უწმოყალოდ არის ნაცემი, გუშინ ღამე გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ვახტანგ გომელაურს, "ხარებას" და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ენმ-ს, ოპოზიციის და არასამთავრობოების წინააღმდეგ რეპრესიები რამდენიმე დღის წინ დააანონსა რუსმა ოლიგარქმა ივანშვილმა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.