რა შუაშია მოქალაქეების დარბევა? კანონი მოქმედებს, აბა, რა გინდათ? - პაატა კვიჟინაძე
"ოცნების" დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ აქციის მოქალაქეები, რომლებიც გუშინ პოლიციამ სასტიკად დაარბია და ფიზიკურად გაუსწორდა, გამოხატვის თავისუფლების ზღვარს გასცდნენ. მმართველი გუნდის წევრი სამართლდამცველებს იცავს და ამბობს, რომ ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.
რა შუაშია მოქალაქეების დარბევა? კანონი უნდა დაიცვას ყველამ. გამოხატვის თავისუფლებას იცავდნენ აქამდე და კაციშვილი არ შეხებია მათ. როცა გადასცდნენ ზღვარს, კანონი მოქმედებს, აბა, რა გინდათ?, - ამბობს კვიჟინაძე.
შეგახსენებთ, რომ ხელისფლებამ მშვიდობიანი აქცია პუტინის მეთოდებით დაარბია. ხალხს სამრთალდამცველები მთელი ღამის განმვალობაში სასტიკად ცემდნენ, რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ, მათ დაშლას გაზის კაფსულებით და წყლის ჭავლით ცდილობდნენ და ჯგუფურად ქუჩა-ქუჩა დევნიდნენ, ხელკეტებით უსწორდებოდნენ და წიხლებით სცემდნენ.