ამ წუთებში, პარლამენტში ჩხუბი და დაპირისპირებაა

01.05.24 11:40
ამ წუთებში, პარლამენტში ჩხუბი და დაპირისპირებაა

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტში - საკანონდებლო ორგანოს დარბაზში ერთმანეთს ენმ-ს დეპუტატი ანა წითლიძე და "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი დაუპირისპირდნენ.

წითლიძე მაჭარაშვილს პასუხს სთხოვდა გუშინდელი ღამის "ოცნების" სადამსჯელო ოპერაციის გამო, რამაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

“შე ნაბიჭვარო. შე პრორუსო, განახებ აქ როგორ ივლი“, - მიმართა ანა წითლიძემ გურამ მაჭარაშვილს.

მაჭარაშვილმა წითლიძეს საპასუხოდ მოღალატე უწოდა.

“ისტორიაში შეხვალ როგორც მოღალატე“, - მიმართა მაჭარაშვილმა წითლიძეს.

 

მსგავსი სიახლეები