თავბრუ მეხვევა, წოლითი რეჟიმი მაქვს, სხდომათა დარბაზში გავაკეთებ განცხადებას - ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილის პირველი კომენტარი მედიასთან - პარლამენტთან მისული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
"ფეხით დავდივარ, არ მაქვს არანაირი პრობლემა" - ამბობს ხაბეიშვილი და ამატებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად, ტვინის შერყევა მიიღო.
ხაბეიშვილი აანონსებს, რომ გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას სხდომათა დარბაზში გააკეთებს და რუსული კანონის განხილვას დაესწრება.
ფეხით დავდივარ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ თავბრუ მეხვევა, გულის რევის შეგრნება მაქვს და წოლითი რეჟიმი მაქვს. სხდომათა დარბაზთან გავაკეთებ განცხადებას. მომეცით შესაძლებლობა, რომ იქამდე მივიდე", - ამბობს ხაბეიშვილი.