ჩიგოგიძემ ჩამარტყა, 46 კგ ვარ მე, ის - ცენტნერი - ჟურნალისტი

12.07.21 16:26
ჩიგოგიძემ ჩამარტყა, 46 კგ ვარ მე, ის - ცენტნერი - ჟურნალისტი

ჟურნალისტმა ნენე დალაქიშვილმა მედიას დეტალურად მოუყვა, როგორ იძალადა  ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, მასზე, როცა ჟურნალისტი კითხვა დასმას ცდილობდა. 

 როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი, ვუთხარი, ვეტყოდი, ბუნებრივია, მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, მამა, ერთადერთი შვილი მოუკლეს დედას, პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს ადამიანი... რატომ მოკალით ბიჭი-მეთქი და ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი, ან ტონა. მითხრა, წადი შე თხაო", - ამბობს დალაქიშვილი.