მიეცით სიტყვა ადამიანს, რომელიც კინაღამ მოკალით! - ხმაური პარლამენტში
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაურია. ოპოზიციის გაღიზიანება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილმა გუშინდელ აქციაზე დაზიანებები მიიღო.
ხატია დეკანოიძემ შალვა პაპუაშვილს სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ ლევან ხაბეიშვილი სასტიკად ნაცემია.
გაჩუმდით ნუ ლაპარაკობთ საერთოდ! დაზიანებები არა, ნაცემია! მიეცით სიტყვა ლევანს!, - უთხრა ოპოზიციის წევრმა პარლამენტის თავმდჯომარეს.
ხაბეიშილისთის სიტყვის მიცემას ითხოვდა "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილიც.
მიეცით სიტყვა ადამიანს, რომელიც კინაღამ მოკალით!