"ქალ დეპუტატებს ესროდნენ წიგნებს, ბოთლებს" - რას მოჰყვა პარლამენტში დაპირისპირება
"ქალ დეპუტატებს ესროდნენ წიგნებს, ბოთლებს" - დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პარლამენტში დაპირისპირება შალვა პაპუაშვილის მხრიდან ხაბეიშვილისადმი ყალბ წუხილს მოჰყვა.
მივიდა პაპუაშვილი იმიტომ რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს, თიკამ უთხრა, რომ გასულიყო, იმიტომ რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა, დაიწყო შემდეგ ჩხუბი, მივიდნენ კაცები, ქალებს ესვრიან ბოთლებს, მიდის ფიზიკური ჭიდაობა, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი, აღარც დემოკრატია. ეს არის დესკალაციის მორიგი მცდელობა. ვაჩერებდი კაცს დეპუტატებს უმრავლესობიდან, რადგან ქალ დეპუტატებს ესროდნენ წიგნებს", - თქვა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.