"საცირკო წარმოდგენას არ დაგადგმევინებთ!" - პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონებს უთიშავს
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონებს ერთი-მეორეს მიყოლებით უთიშავს. "სტრატეგია აღმაშნებელის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ პარტიას შესთავაზა, გააკეთოთ რეესტრი, რომელშიც მხოლოდ ერთი უცხო ძალის გამტარებელი ორგანიზაცია "ქართული ოცნება" იქნება შეტანილი.
მე ვფიქრობ, ნამდვილად გასაკეთებელია რეესტრი უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების, ოღონდ ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი - „ქართული ოცნება“, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი. ხომ არ დაამატებთ პუნქტს აი, ამ მეოთხე მუხლს და პირდაპირ ჩაწერთ ბარემ..., - თქვა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენთის თავმჯდომარემ ვაშაძეს სიტყვა არ დაასრულებინა და მისი წინამორბედის მსგავსად, მიკროფონი გაუთიშა.
არ გაქვთ კითხვა, საცირკო წარმოდგენას არ დაგადგმევინებთ, - უთხრა პაპუაშილმა ვაშაძეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებშ რუსულ კანონს განიხილავენ.