ვგმობ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას - ბორელი
მსოფლიო ლიდერებისთვის განხილვის მთავარი თემა კვლავ საქართველოა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 30 აპრილს სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენაბს გმობს.
ჯოზეფ ბორელი "ქართულ ოცნებას" მშვიდობიანი შეკრების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
მკაცრად ვგმობ საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოეთის გავლენების კანონს. საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ. ძალის გამოყენება [აქციის] ჩასახშობად მიუღებელია." - წერს ბორელი.