გაძევებების სერია გრძელდება - ამჯერად დარბაზი სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს

01.05.24 12:54
გაძევებების სერია გრძელდება - ამჯერად დარბაზი სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს

გაძევებების სერია გრძელდება - ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა სალომე სამადაშვილს დაატოვებინა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პლენარულ სხდომათა დარბაზი მანდატურის მეშვეობით დაატოვებინეს. მიზეზი გუშინდელი ფართომასშტაბიანი აქციის სასტიკად დარბევასთან დაკავშირებით საუბარი გახდა.

მანამდე კი დარბაზიდან თაკო ჩარკვიანი გააძევეს.