მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, რომ უზრუნველყო წესრიგის აღდგენა - პაპუაშვილი

01.05.24 13:14
მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, რომ უზრუნველყო წესრიგის აღდგენა - პაპუაშვილი

აქციის მონაწილეების გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-ს მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ გუშინდელი აქცია პოლიტიკოსების გამო ძალადობაში გადაიზარდა, რაც პოლიციამ აღკვეთა. 

ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ იქნა გადაზრდილი ძალადობაში. ვნახეთ ჩვენ გუშინ. დღეს მოისმინეთ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თუ როგორი ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა გუშინ აქციას... გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში... ეს არის უკანონო აქტი...მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყო წესრიგის აღდგენა,- ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები