დარბევის მეორე დღეს, ადეკვატურად მიგაჩნიათ, რომ რუსული კანონის მეოთხე მუხლის "გ" ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?! - კირკიტაძე

01.05.24 13:17
დარბევის მეორე დღეს, ადეკვატურად მიგაჩნიათ, რომ რუსული კანონის მეოთხე მუხლის "გ" ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?! - კირკიტაძე

"დარბევის მეორე დღეს, ადეკვატურად მიგაჩნიათ და და სწორია, რომ მეოთხე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ?!" - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ ანრი ოხანაშვილს.

კირკიტაძის თქმით, სასტიკი დარბევების მეორე დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, რომ კანონპროექტის მუხლებზე ისაუბრონ, ხოლო განსხვავებული აზრის გაჟღერების შემთხვევაში, მათ მიკროფონებს უთიშავენ.

ბატონო ანრი, გუშინ როდესაც მესამე მუხლს განვიხილავდით თქვენ აქ ჩემს ერთ-ერთ კოლეგას შეახსენეთ, რომ დარბევის შემდეგ, მეორე დღეს, როგორ მიიღე სახელმწიფო ჯილდოო, ხომ ასე იყო? გუშინდელი დარბევის შემდეგ, გულწრფელად გეკითხებით, მეოთხე მუხლზე მინდა გკითხოთ ახლა - ადეკვატურად მიგაჩნიათ და სწორია, რომ მეოთხე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე ვისაუბროთ? და მინდა გკითხოთ, თუ არსებობს კანონპროექტი ბუნებაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელსაც ამხელა ვნებათაღელვა გამოეწვია? რა გახდა,  დარბევის მეორე დღეს დგახართ და მოგვიწოდებთ, რომ მეოთხე მუხლზე ვისაუბროთ და თუ არ ვსაუბრობთ მეოთხე მუხლზე, მიკროფონს გვითიშავთ და დარბაზიდან გვაძევებთ. ადეკვატურია მეოთხე და მეხუთე მუხლზე საუბარი ახლა?“- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები