"სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ, გაიწვიეთ კანონი" - ბურჯანაძე ხელისუფლებას

01.05.24 13:40
"სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ, გაიწვიეთ კანონი" - ბურჯანაძე ხელისუფლებას

"ერთიანი საქართველოს " თავმჯდომარე ბოლო დროს განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყანა სამოქალაო დაპირისპირების ზღვარზეა. პოლიტიკოსი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსული კანონი უკან გაიწვიოს, რადგან პასუხისმგებლობა სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, სწორედ მათ დაეკისრებათ. 

მიუღებელია ძალის გამოყენება, მით უფრო სრულიად გულწრფელი ახალგაზრდების მიმართ.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაიწვიოს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უარყოფილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

გარანტირებულად და დამაჯერებლად უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ყველას უნდა ესმოდეს, პირველ რიგში ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დამანგრეველი იქნება ქვეყნისათვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები