საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას - საგარეოს მოქმედი თანამშრომელი რუსულ კანონს ღიად უპირისპირდება
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, გიორგი ცისკარიშვილი რუსულ კანონს ღიად ეწინააღმდეგება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ვალდებულია საქართველოს კონსტიტუცია დაიცვას.
"როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს," - წერს ცისკარიშვილი.