გომელაური უნდა გადადგეს, ის აუცილებლად დაასრულებს საკუთარ უბადრუკ ცხოვრებას ციხეში - სამადაშვილი

01.05.24 13:40
გომელაური უნდა გადადგეს, ის აუცილებლად დაასრულებს საკუთარ უბადრუკ ცხოვრებას ციხეში - სამადაშვილი

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი გუშინდელი სადამსჯელო ოპერაციის ორგანიზატორების დასჯას ითხოვს. მეტიც ოპოზიციონერი მოითხოვს, რომ შს მინისტრმა თანამდებობა დატოვოს. 

რაც შეეხება ხაბეიშვილის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსოწრებას, სამადაშვილი ფაქტს მიზანმიმართულ ძალადობას უწოდებს.

სამადაშვილი ამბობს, რომ ასეთი სადამსჯელო ოპერაციებით ხალხს ვერავინ შეაშინებს.

გომელაური უნდა გადადგეს. უნდა დაიწყოს გამოძიება და გომელაური აუცილებლად დაასრულებს საკუთარ უბადრუკ ცხოვრებას დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლებული ციხეში. ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ გუშინ ეს იყო მიზანმიმართული ძალადობა მათ შორის პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ამაზრზენია ის, რაც ხაბეიშვილის მისამართით მოხდა. მაგრამ არა მხოლოდ, ქართველ ბავშებს და ქართველ ქალებს ურტყამდნენ გომელაურის დაქირავებული ჯალათები. ეს იყო რუსული რეჟიმის ძალადობა, რომელიც ცდილობს, რომ რუსული ხერხებით და ძალადობით წაათრიოს ეს ქვეყანა რუსეთში და არ გამოუვათ. ივანიშვილს ვურჩევ, დაელოდოს დღევანდელ საღამოს და გადმოიხედოს და ნახოს საქართველო სად იდგება", - განაცხადა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები