ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

01.05.24 14:00
ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, გერტ იან კოპმანი უკვე თბილისშია. უცხოელი მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ევროკომისიის გენერალური დირექტორი დღესვე შეხვედრებს მთავრობის და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განხილვის თემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოა. არ არის გამორიცხული, საუბარი რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეების დარბევასაც შეეხოს. 

 

მსგავსი სიახლეები