გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც! - ბოკუჩავა
"წარმოუდგენელია ეს ძალადობა, წარმოუდგენელია ის, რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს" - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, რომ კანონპროექტის განხილვა შეწყდეს.
შარშან, როდესაც გაიწვიეთ ეს კანონი, თქვენ ამბობდით, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერად არ გიღირდათ არც ერთი კანონის მიღება. მოგიწოდებთ, ახლა როდესაც უამრავი ახალგაზრდაა ნაცემი, შეაჩეროთ ამ კანონპროექტის განხილვა.
შეგიძლიათ თუ არა, რომ ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც, მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერება? იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს ძალადობა, წარმოუდგენელია ის, რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს. გთხოვთ, მოგიწოდებთ გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.