არა მხოლოდ შინაარსი, არამედ სათაურითაც კი ერთი-ერთში ემთხვევა კრემლის დედანი თქვენს რუსულ კანონს - ბოკუჩავა "ოცნებას"
ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის დედანი მიიტანა და "ოცნების" კანონპროექტს შეადარა. ოპოზიციის წევრის თქმით, სწორედ კანონპროექტის მე-5 მუხლია რუსული, რადგან არათუ მისი შინაარსი, სათაურიც კი ერთი-ერთში ემთხვევა.
მეხუთე მუხლი არა მხოლოდ შინაარსით, არამედ სათაურითაც კი ერთი-ერთში ემთხვევა კრემლის დედანი თქვენს რუსულ კანონს. ძალიან მაინტერესებს, ამ დამთხვევას როგორ ხსნით, ბატონო ანრი? ახლაც იკითხავთ ნეტავ, ამ კანონის რომელი მუხლია რუსული? მეხუთე მუხლია რუსული, რადგან კრემლის კანონის მსგავსად მიზნად ისახავს კონკრეტული ადამიანების აგენტებად, ჯაშუშებად, მოღალატეებად საჯაროდ შერაცხვას. სწორედ ასეთი უცხო ქვეყნის აგენტების რეესტრი შექმნა პუტინმა, სწორედ ასეთი რეესტრი შექმნა კრემლმა, - განაცხადა ბოკუჩავამ.