ბანკეტის, ბოლო ზარის, მოგზაურობის ფულით, რუსული კანონის მოწინააღმდეგებს თბილისში გურიიდანაც უერთდებიან
ბანკეტის, ბოლო ზარის, ექსკურსიის ფულით, ახალგაზრდები, მასწავლებლები, უბრალო მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად დღეს გურიიდანაც წამოვიდნენ.
ყოფილმა საჯარო მოხელემ მარინა ჯაფარიძე საერთოდ მოგზაურობა შეწყვიტა და გურიაში ახალგაზრდებს თბილისში, აქციაზე წასასვლელი ფულით დაეხმარა.
დღეს აქციაზე იდგება მასწავლებელი ლადო აფხაზავაც. მისი თქმით, გუშინდელი სადამსჯელო სპეცოპერაციის შემყურე ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილს ცემა არ აპატიონ და თავადაც შეუერთდნენ აქციას.
ამ ყველაფრის ორგანიზება დაიყო იქიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა იკადრა და ქართველ ახალგაზრდები ცემა. ცრემლები მერევა. დღეს თბილისში ვიქნებით და საკადრის პასუხს გავცემთ. ჩვენ მშვიდობიანად მოვიდვარ. ბოდიშს გიხდით მოსწვალეებო რომ გაკვეთილს ვერ გიტარებთ და თუ დღეს რომელიმე მასწავლებელმა გაკვეთილი გაგიცნიდან, იცოდეთ, რომ ღირსეული პედაგოგი გყავთ. ხალხს ზოგს ბანკში შესატანი ფული ჰქონდათ, ზოგს ექსვსკურიის ფული, ზოგი ბოლო ზარის ფული", - ამბობს ლადო აფხაზავა.