ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა - იუკნევიჩიენე

01.05.24 15:19
ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა - იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ  ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა.

"ნიღბები ჩამოხსნილია – ივანიშვილმა გამოააშკარავა საქართველოს ევროპული მიმართულების მიმართ მისი წინააღმდეგობა, აჩვენა ნამდვილი სახე. ის არასდროს ყოფილა მომხრე. ახლა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მომენტია. მჯერა ქართველი ხალხის, ისინი საქართველოს ევროპულ გზას დაიცავენ."- წერს ევროპარლამენტარი.

მსგავსი სიახლეები