"ოცნების" ლიდერი იმ ქსელურ მაღაზიებს ემუქრება, ვინც პირბადეებს და დამცავ სათვალეებს ყიდის
"ქართული ოცნების" ლიდერი, იმ ქსელურ მაღაზიებს მივარდნით ემუქრება, ვინც პირბადეებს და დამცავ სათვალეებს ყიდის. დილით "გორგიამ" დაწერა, რომ მარაგები შევსებულია.
სავაჭრო ცენტრმა "გორგიამ" ნიღბებზე, აიწინაღებსა და სათვალეებზე ფასდაკლება რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა.
"ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ‼️ ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო‼️ ეს პრასტიტუტკები" - წერს დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე.
ამასთან, "გორგია" პროპაგანდისტულმა მედიების სამიზნე გახდა.
გუშინ ღამით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ მშვიდობიანი მოქალაქეები რამდენჯერმე დაარბია - გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. სპეცრაზმის ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები მთელი ღამის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდებოდა.
აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი.