„ბოლშევიზმია,“ „საცოდავო“ - "დასმენის ინსტიტუტის შემოღებაა" - დაპირისპირება პარლამენტში
„ბოლშევიზმია,“ „საცოდავო“, „ორმაგი სტანდარტია“, - ეს ფრაზები ისმოდა პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დროს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ლელოს" დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს დაუპირისპირდნენ, რომელიც დასმენის მექანიზმის დაკანონებაზე საუბრობდა.
ეს დიახ, არის დასმენის ინსტიტუტის შემოღება და დამსმენების რეესტრი ცალკე რომ იყოს გამჭვირვალობისთვის, თანახმა ხართ? სამართალს არ იცნობთ, არ იცით, 37-იან წლებში რა ხდებოდა, რა თქმა უნდა, მარტო ამას დაგიდებენ, წაიკითხავთ, იტყვით, რომ ამ კანონს პრობლემა არ აქვს, აქვს, ძალიან დიდი პრობლემა აქვს, მაგრამ როცა არ იცი და უცოდინარი ხარ, ძალიან მარტივია დადგე ტრიბუნასთან და დემაგოგიით დაკავდე,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.