დაისაჯონ არა მარტო მოძალადენი, არამედ მათი წამქეზებლები და დაკვეთის მიმცემნი - მასწავლებელთა კლუბის განცხადება
მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ბოლო დროის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოითხოვენ, დაისაჯონ არ მარტო მოძალადეები, არამედ მათი წამქეზებლები და დამკვეთები. მასწავლებლები ამ მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიიის შექმნას ითხოვენ.
ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, შეშფოთებულები ვართ ბოლო დღეებში საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენებით, რაც გამოიხატა განსხვავებული აზრის დევნითა და სასტიკი ჩახშობით. განსაკუთრებით გვაშინებს ის, რომ გამოვლენილი ძალადობის აღკვეთა ვერ მოხდა ხელისუფლების მიერ.
მიგვაჩნია, რომ ადამიანთა მიერ ხელისუფლებისადმი გადაცემული ძალაუფლების გამართლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღკვეთს ძალადობას და მოქალაქეებს დაიცავს ამისგან. ასეთი ფუნქციის შეუსრულებლობა ლეგიტიმაციის მიღმა აყენებს ნებისმიერ ხელისუფალს.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გამოვლინდეს დასაჯოდა სამართლიანი სასამართლოს მიერ დაისაჯონ არა მხოლოდ უშუალო მოძალადენი, რომლებიც ქუჩა-ქუჩა და ოფის-ოფის დასდევდნენ და ურტყამდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, არამედ მათი წამქეზებლები და დაკვეთის მიმცემნი.
მოვითხოვთ, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა მხარის, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო გადაცდომებსა თუ გულგრილობის შემთხვევებს.
ჩვენი მშვიდობიანი მომავალი თანაცხოვრება ჩვენს თავისუფალ განვითარებაშია! - ნათქვამია განცხადებაში.