"ეძახით მონიტორინგს, მაგრამ ეს არის რეპრესიები" - რატომ არის რუსული კანონი სადამსჯელო?

01.05.24 17:32
"ეძახით მონიტორინგს, მაგრამ ეს არის რეპრესიები" - რატომ არის რუსული კანონი სადამსჯელო?

მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევის შემდეგ "ქართული ოცნება" რუსული კანონის მეორედ მიღებისთვის ემზადება. მთელი დღის განმავლობაში სხდომათა დარბაზში კამათი და დაპირისპირებაა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოუწოდებენ უარი თქვან ამ კანონის დამტკიცებაზე და იმ მუხლებსა და ჩანაწერებზე მიუთითებენ, რაც რეპრესიების დაკანონებას გამოიწვევს.

ეს კანონი 10 წლის წინ რომ მიგვეღო, იცით, ვინ გვეყოლებოდა დღეს ყოფილი აგენტები - შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე,“ - იკითხა დეპუტატმა. 

ახსნით, ამაზე რომ პასუხი მოგთხოვოთ? ვერ ახსნით და ამიტომ გაჩერდით, ტყუილების ტირაჟირებას დაანებეთ თავი,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი

დეკლარაციაზე რა საჭიროა ორი შემოწმება წელიწადში? - მიმართა ოხანაშვილს სანდრო რაქვიაშვილმა.

ფარაშიც არის სხვათ შორის, 6 თვეში ერთხელ უწევს დეკლარაციის წარდგენა და, შესაბსამიად, ჩვენთან მონიტორინგი ამას დავაკავშირეთ, რომ ფარაში არის 6 თვეში ერთხელ. მონიტორინგი კი არ არის აშშ-ში, აშშ-ში არის გამოძიება,“ - პასუხობს ანრი ოხანაშვილი.

ეძახით მონიტორინგს, მაგრამ ეს არის რეპრესიები სინამდვილეში, შეიძლება დაიწყოს ვიღაცის სათანადო გფანცხადების საფუძველზე. მერე, არ აკონკრტებთ წარმოების წესებს საერთოდ,“ - ამბობს კორძაია.

ეს პუნქტი მიუთითებს, რომ მონიტორინგი ტარდება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ანუ უსაფუძვლოდ ტარდება,“ - მიმართა ოხანაშვილს შავგულიძემ.

უსაფუძვლოდ ვერ წარიმართება ეს პროცესი, მერვე მუხლში საუბარია, რომ უცხოური ძალის გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებად - კანონის მოთხოვნის შესრულების შესამოწმებად - ეს უსაფუძვლობა არ არის, ა მიტომ შესვლა, ამოღება, ჩხრეკა, ეს არის დანაშაულის სტანდარტი და არავითარი კავშირი არ აქვს ამ კანონთან,“ - ამბობს ოხანაშვილი.

ჩემი აზრით, გარკვევით არ წერია, თუ რა პროცედურა შეიძლება იყოს ეს მონიტორინგი,“ - ამბობს ჰერმან საბო.

მანიპულაციას აქვს ადგილი - ერთს და იმავა შეკითხვას იმეორებენ, გადაწერილი, აკითხებენ ერთმანეთს, სასაცილოდ გამოიყურებით,“ - ამბობს ოხანაშვილი.

მსგავსი სიახლეები