ივანიშვილს უნდა ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას - მარგველაშვილი
ივანიშვილს უნდა ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, გუშინდელი აქციის დარბევა იყო დაგეგმილი და ამით საქართველოს და ჩვენს იდენტობას დაპირისპირება გამოუცხადა.
ეს არის არა მარტო „აგენტების შესახებ“ კანონი, არის სხვა კანონებიც, ეს არის მთელი სულისკვეთება, რომელიც ანტურაჟად ქმნის იმის განცდას, რომ ჩვენ უკვე ვართ საბჭოთა საქართველო. გუშინ, რაც მოხდა, ეს იყო დაგეგმილი, რადგან როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მას უნდა, რომ გაგვტეხოს ამ 6 თვის განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეების გატეხით მიაღწიოს საქართველოს გასაბჭოებას. ეს იყო ის, რასაც აკეთებდა და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლას”, - განაცხადა მარგველაშვილმა.