პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა - ნინო ლომჯარია

12.07.21 18:13
პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას დიქტატურის გამოცხადებას უწოდებს. "უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად" - თქვა ლომჯარიამ. 

პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

"ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს" - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.