რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ პეტრიაშვილის საქმეზე?
პროევროპულ აქციაზე დაკავებულ ალექსი პეტრიაშვილს 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პეტრიაშვილს იარაღის ტარების უფლება 6 თვის ვადით ჩამოერთვა.
პეტრიაშვილს ორ მუხლს ედავებოდნენ, თუმცა ის სამართალდამრღვევად ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ცნეს, რაც პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ალექსი პეტრიაშვილი 28 აპრილს დააკავეს - შსს ადმინისტრაციული კოდექსის ორ მუხლს ედავებოდა - 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.