"თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ" - კობახიძემ ელჩები მესამედ გამოიწვია დებატებში
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გამოიწვია დებატებში.
მიმართვა პრემიერმა ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგიდან გაავრცელა.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ, თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით", - აცხადებს კობახიძე და პარტნიორებისგან ისევ არგუმენტებს ითხოვს.