ძალადობა შობს ძალადობას - კობახიძე ხაბეიშვილის ცემაზე
ძალადობა შობს ძალადობას - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე ლევან ხაბეიშვილის ცემას.
მეტიც, ქვეყნის პრემიერი ამტკიცებს, რომ გუშინ ძალადობა რადიკალური ოპოზიციის და არასამტავრობოების მიერ იყო წახალისებული.
კობახიძე ამბობს, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს.
რა თქმა უნდა, არ იყო სასიამიავნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა, ასევე შეკრების დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეულ ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, ვინც მთელი ამ ხნის განმამვლობაში ახალისებდა და იწონებდა ძალადობას. აქეზებდა ძალადობას პოლიციელების მიმართ, იწონებდა ელისაშვილის მიპარვით ძალადობას. ზოგადად რადიკალური ოპოზიციის, ტიტანი ენჯეოების და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი ძალა არის ძალადობა. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს", - ამბობს კობახიძე.