პრემიერი შსს-ს აქებს და აქციის მონაწილეებს ემუქრება
პრემიერი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ აქებს და აქციის მონაწილეებს ემუქრება.
მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ღესაც ელიან, რომ "აქცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს".
"ყველა მოძალადე უმკაცრესად აგებს პასუხს"- ამბობს ის.
დღესაც ველით რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის აქცია მიიღებს ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ეს ყველაფერი გამოხატული იქნება პირველ რიგში სახელმწიფო შენობების პიკეტირების მცდელობით, პოლიციელებზე ძალადობით და მათი შეურაცხყოფით. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, ამასთან, მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ყველა მოძალადე და სამართალდამრღვევი კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება".