რუსული კანონის მესამე მოსმენა ორ კვირაში იქნება - კობახიძე
ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს რუსული კანონის მერსამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება, ხოლო ვეტოს დაძლევას ერთი თვე დასჭირდება.
„პროცედურა შემდეგია: ჩვენ ორ კვირაში გვექნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე, ვენეციის კომისიაზე იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა“,- განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის ამ განცხადებით, გამოდის რომ 17 მაისს "ოცნება" გეგმავს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღებას. ამის შემდეგ 10 დღე აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომ აღნიშნულ კანონს ვეტო დაადოს. შემდეგი პროცედურაა ვეტოსთვის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
ამასობაში კი ვენეციის კომისიის დასკვნაც იქნება.