თემურ ჭყონია: წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია, ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს

01.05.24 18:50
თემურ ჭყონია: წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია, ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს

"წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია და აღარ მოქმედებს... არავის ეშინია," - ეს განცხადება ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ BM-სთან ინტერვიუში გააკეთა. 

ჭყონია პროევროპულ აქციებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს".

ის, რომ ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს, ეს ცხადია. მათი შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია. წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია და აღარ მოქმედებს... არავის ეშინია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მოქალაქეების ასაკსაც, ვინც ამ კანონს აპროტესტებს, რადგან სწორედ ახალგაზრდა თაობას მოუწევს ასეთი კანონის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება, ამიტომ ისინი მომავლისთვის იბრძვიან," - ამბობს ჭყონია.

მსგავსი სიახლეები