ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა - ბერბოკი
"კანდიდატის სტატუსის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა" - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს.
ბერბოკის თქმით, "ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა". ანალენა ბერბოკი საქართველოს მთავრობას ახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი.
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. მას საფუძვლად უდევს დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლების ამოცანაა, უნებურად არ გადაკეტოს მომავლის გზა," - დაწერა ბერბოკმა.