პროდასავლური აქცია იწყება - სპეცრაზმმა პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელები დაიკავა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იწყება - ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს უკანა და გვერდითა შესასვლელები სპეცრაზმელებმა დაიკავეს.