უნდა ვიყოთ აქტიურები, ვიყოთ ეთერში და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ - საზმაუს ჟურნალისტის მიმართვა მედიას

12.07.21 18:24
უნდა ვიყოთ აქტიურები, ვიყოთ ეთერში და ჩვენი ქვეყანა დავიცვათ - საზმაუს ჟურნალისტის მიმართვა მედიას

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მედიაზე თავდასხმა მისი აქტიურობის გამო მოხდა, ირაკლი აბსანძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ ქვეყნის დასაცავად.

პოლიტიკის თეორიები ასე ამბობენ, 8-დან 12%-მდე არიან აქტიური ადამიანები, ვინც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს, ამ 8-დან 12% აღმოვჩნდით ჩვენ, ამიტომაც დაგვარტყეს. ამიტომაც დაგვარტყამენ, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. თუ დავნებდებით, უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან. მართლა შეგვიძლია, წავიდეთ ამ ქვეყნიდან და უკეთ ვიცხოვროთ. მაგრამ რას იზამენ ადამიანები, როცა ხმას ვერავის მიაწვდიან? როცა ღარიბაშვილი ეყოლებათ ტელევიზორში მუდმივად თავისი ზიზღით? როცა თეა წულუკიანი ეყოლებათ, რომელიც კულტურის მინისტრია და ზიზღს აფრქვევს? ეს ამ ხელისუფლების სახეა. ამიტომ უნდა ვიყოთ აქტიურები, ვიყოთ ეთერში და ბევრ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი ხმა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ. - აცხადებს ირაკლი აბსანძე.

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ქართული მედიის ორგანიზატორობით საპროტესტო აქცია დაიწყო. გადადგეს ჟურნალისტებზე ძალადობასა და მკვლელობაში ბრალდებული ხელისუფლება - ითხოვენ აქციის მონაწილეები.