შანტაჟის ენა არ ჭრის ქართველი ხალხის და არც ხელისუფლების მიმართ - კობახიძე

01.05.24 19:30
შანტაჟის ენა არ ჭრის ქართველი ხალხის და არც ხელისუფლების მიმართ - კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შანტაჟის ენა ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიმართ არ ჭრის, რადგან მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება ჰყავს.

კობახიძის თქმით, ადრეც იყო შანტაჟის ენით საუბარი რევოლუციის მცდელობებთან ერთად.

 რაც შეეხება ტურბულენტობას, პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიცია ვერავითარ არსებით ტურბულენტობას აქ ვერ გამოიწვევს.

„ჩვენთან შანტაჟის ენით საუბარი არ ჭრის. რაც შეეხება თვითონ კანონის ამოქმედებას, მის მიღებას სჭირდება დრო. აქედან კიდევ ორი კვირა, მერე კიდევ ოთხი კვირა, მერე ხელის მოწერას სჭირდება კიდევ ერთი კვირა, ამის შემდეგ კიდევ სამი თვე გვჭირდება, ვიდრე მოვა ვადა დეკლარაციის შევსების. გადადის ეს ყველაფერი, თუ არ ვცდები დეკემბრის ბოლომდე. არსებითად, დრო არსებობს. თუ ზუსტად არ იციან ჩვენმა რადიკალმა ოპონენტებმა, რომ გარანტირებულად აგებენ არჩევნებს, მაშინ რა აწუხებთ?! მოვიდნენ ხელისუფლებაში და ნოემბერში შეცვალონ კანონი. ზუსტად იციან, რომ შანსი არ აქვთ არჩევნების მოგების. ხომ გასაგებია, ცხადია ეს ყველაფერი. თვითონ ხომ იციან საკუთარი რეიტინგი. ჩვენ რომ დაგვიფიქსირდა 61.5% მარტის შუა რიცხვებში, ხომ ვიცით, რა გამოდის მათი რეიტინგი. მთელი კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის რეიტინგი გამოდის დაახლოებით 25%. ამ ვითარებაში არავითარი იმედი არ აქვთ, რომ მოიგებენ არჩევნებს. რაც შეეხება ტურბულენტობას, რა თქმა უნდა პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას აქ ვერ გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, მე ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და შეეგუონ ასევე, მათი მეგობარი „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, რაც არის ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები