აღარ მინდა, ჩემი შვილისნაირად ვიღაც სამუდამოდ დაამტვრიონ ძვლებში - 20 ივნისის აქციების დროს დაშავებული აქტივისტის დედა
„აღარ მინდა, რომ ჩემი შვილისნაირად ვიღაც სამუდამოდ დაამტვრიონ ძვლებში და სიცოცხლე გაუმწარონ,“ - ამ განცხადებას პარლამენტთან აქციაზე მისული ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს.
აქციის მონაწილე ყვება, რომ მისი შვილი 20 ივნისის დარბევის დროს დაშავდა და მას შემდეგ, რაც გუშინ ნახა სასტიკი დარბევა, გადაწყვიტა აქციაზე მისვლა.
„დღეს გამოვედი, რომ როგორც დედამ დავიცვა სხვისი შვილები.
იმიტომ მოვედი, რომ კიდევ ჩემნაირი დედები არ გახდნენ, აღარ უყურონ შვილის ტკივილებს - რის გამო, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები და გამოხატეს პროტესტი, შიშველი ხელებით მოვიდნენ და აღარ მინდა, რომ ჩემი შვილისნაირად ვიღაც სამუდამოდ დაამტვრიონ ძვლებში და სიცოცხლე გაუმწარონ,“ - ამბობს 20 ივნისის აქციების მონაწილის დედა.