სასტიკი ანგარიშსწორება ოპოზიციის ლიდერზე - ლევან ხაბეიშვილის ცემას მსოფლიო მედია აფასებს
" The Times", "The Guardian", "POLITICO" BBC News" - საქართველოში 30 აპრილს მიმდინარე მოვლენები მსოფლიო გამოცემების განხილვის მთავარი თემაა.
საერთაშორისო გამოცემა The Times "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ლევან ხაბეიშვილს სახისა და სხეულის არეში ცემის კვალი აღენიშნება.
ეს უდავოდ გარდამტეხი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად პოლიციის ველურობისა, რომელიც გუშინ ღამით დაფიქსირდა, ჩვენი პროტესტი მომდევნო დღეებში და კვირებში მხოლოდ გაძლიერდება“, - განუცხადა ხაბეიშვილმა The Times-ს.
ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია ორი კვირაა, რაც პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. 30 აპრილს სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბიეს და მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. სპეცრაზმელები სასტიკად გაუსწორდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დაშავებულთა შორის პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილიც არის.