"ქართულმა ოცნებამ" ხელის მოაწერა სამშობლოს ღალატს - ოპოზიციის საგანგებო განცხადება
2 წუთის წინ, "ქართული ოცნების" 83-მმა დეპუტატმა ხელის მოაწერა სამშობლოს ღალატს - განცხადება რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციამ გააკეთა.
ხელისუფლების ოპონენტები, პრემიერ-მინისტრის მუქარას ეხმიანებიან და პასუხისმგებლობას სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებენ.
თამარ კორძაიას განცხადებით, კობახიძემ პრესკონფერენციაზე აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკი მოპყრობა დააანონსა, ამიტომ თუ რომელიმე მათგანს თუ რამე დაემართება მისი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება.
„ერთი საათით ადრე ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენ მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანის სადარაჯოზე. რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს დღეს პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ“, - განახადა თამარ კორძაიამ.
83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მობილიზებულია საპოლიციო ძალები, ადგილზე იმყოფებიან სპეცრაზმელებიც და მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.
რუსული კანონს პირველ მოსმენაზეც ზუსტად 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.