მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს - ომბუდსმენი პრეზიდენს ხვდება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. ომბუდსმენის სურვილია, გაიგოს რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და ამასთან.
მინდა ვესაუბრო პრეზიდენტს შექმნილ ვითარებაზე ზოგადად, რას ფიქრობს თავად. მათ შორის უსაფრთხოების პრიზმიდანაც. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა, როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ისე, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს", - თქვა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.