რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი აქციის მონაწილეებს: ბავშვებო გატყუებენ, არ აყვეთ
"ბავშვებო გატყუებენ და არ აყვეთ მათ", - ამის შესახებ კომენტარი "ქართული ოცნების" ლიდერმა, რუსული კანონის მხარდამჭერმა, გია ვოლსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ვეცე სპიკერი დღეს თავს იმართლებდა და კრიტიკულ მედიას თავს ესხმოდა. ვოლსკის მტკიცებით, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათი ათასობით ახალგაზრდა "შეცდომაშია" შეყვანილი.
"გამოვედი ტელევიზიით და მოვუწოდე ყველას, რომ თქვენნაირ მატყუარებს არ დაუჯერონ" - ამბობს ვოლსკი და კვლავ ამტკიცებს, რომ კანონპროექტი რუსული არ არის და ის საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურება.
მე მგონი, რომ ამ ხალხმა ბევრმა არ იცის იმის თაობაზე, რომ სწორედაც არის რუსული სტრატეგია, რომ ეს არეულობა მოხდეს. უხერხულობას ის უნდა გრძნობდეს, ვინც თავის გამჭვირვალობაზე უარს ამბობს. გამოვიდეს ორი ორგანიზაცია და თქვას, რომ პრობლემა არ არის. კანონი ამას არ სჭირდება. გამოვალთ ჩვენ და ვიტყვით, რაში ვხარჯავთ, მაგრამ ვერ გამოდიან.
დაანებეთ შვილებზე ლაპარაკს თავი. ბავშვებო გატყუებენ, არ აყვეთ. ეს ქალი გატყუებთ. არ გვეშინია აქციის მონაწილეებთან საუბრის. გამოვედი ტელევიზიით და მოვუწოდე ყველას, რომ თქვენნაირ მატყუარებს არ დაუჯერონ", - ამბობს გია ვოლსკი.
83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.