"მონა ხართ თქვენ" - "ოცნების" დეპუტატები პარლამენტს ტოვებენ
"ქართული ოცნების" ლიდერებმა პარლამენტის შენობის დატოვება დაიწყეს. დეპუტატები "პირველებთან" არ საუბრობენ რუსული კანონის მეორედ დამტკიცებაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გაღიზიანდა "პირველების" ჟურნალისტის კითხვაზე, რა პასუხი აქვთ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც "ოცნების" წევრებს "მონებს" ეძახიან.
მონა ხართ თქვენ. დამშვიდდი, დაწყნარდი, მთელი საქართველო არ არის თქვენი ტელევიზია, - ოხანაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც პარლამენტის შენობის დატოვებას გეგმავს, გია ვოლსკია:
გაანებეთ შვილების თაობას თავი, ბაშვებო, გატყუებენ, არ აყვეთ," - ამბობს ვოლსკი.
პარლამენტის თავმჯდომარე კი "პირველების" კამერასთან არ გამოჩნდა და ისე დატოვა სხდომათა დარბაზი.
83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.