მონებო! - რუსული კანონის მომხრე დეპუტატები პარლამენტს რობოკოპების დახმარებით ტოვებენ
83 მომხრე, 23 წინააღმდეგი - პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. რუსული კანონის მომხრე დეპუტატები საკანონმებლო ორგანოს ელვის სისწრაფით ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ.
მათ გზა სპეცდანიშბულების რაზმმა გაუთავისუფლა, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების შეძახილებს მათთვის დისკომფორტი არ შეექმნათ.
ამასთან, პარლამენტის შიდა ეზო ჩაბნელებულია, რომ ადგილზე მობილიზებულმა მედიამ დეპუტატების შენობიდან გასვლა არ დააფიქსიროს.
რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მობილიზებულია საპოლიციო ძალები, ადგილზე იმყოფებიან სპეცრაზმელებიც და მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.
რუსული კანონს პირველ მოსმენაზეც ზუსტად 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.