არა რუსულ კანონს - აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ

01.05.24 20:44
არა რუსულ კანონს - აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ

არა რუსულ კანონს - რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე შეკრებილები თბილისის ქუჩებში მშვიდობიან მსვლელობას აანონსებენ - ამის შესახებ აქციაზე შეკრებილებს რატი ამაღლობელმა მიმართა.

როგორც ამაღლობელი ამბობს, დემონსტრანტები ორ ნაწილად გაიყოფიან - ერთი ნაწილი პირველ სკოლასთან, მეორე კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბება და ამის შემდეგ მსვლელობას დაიწყებენ.

"ესეც მნიშვნელოვანია, ეს არის ორი კერა, ჩვენი ახალგაზრდობის გამზრდელი ორი კერა. ამ კარეასთან ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი", - ამბობს ამაღლობელი. 

მსგავსი სიახლეები