ივანიშვილმა საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება დაიწყო - ხაზარაძე

01.05.24 20:51
ივანიშვილმა საქართველოში რუსული დიქტატურის გაფორმება დაიწყო - ხაზარაძე

"ივანიშვილმა დაიწყო რუსული დიქტატურის გაფორმება საქართველოში" - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსული კანონის მეორე მოსმენით დამტკიცებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას ქვეყნისა და ახალგაზრდების ღალატში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის მხარდაჭერით "ოცნებამ" საქართველო ოკუპანტ რუსეთს გადააბარა.

ბუნებრივია, ამდენი ხალხი რუსთაველზე. დღეს "ქართულმა ოცნებამ", 83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით, პრაქტიკულად, დოკუმენტურად გადააბარა საქართველო რუსეთს. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რუსული დიქტატურის გაფორმება საქართველოში, მაგრამ კიდევ მინდა გავიმეორო, ეს არის არაფრისმომცემი. მას ეს არ გაუვა. ისევე არ გაუვა, როგორც არ გაუვიდა არავის. ისევე არ გაუვა, როგორც თავის დროზე როდიონოვს არ გაუვიდა და ასეთი ტიპის დამპყრობლებს. დღევანდელი ქმედება, რასაც "ქართული ოცნება" დღეს სჩადის, ეს არის ქვეყნის ღალატი, ჩვენი სუვერენიტეტის, ახალგაზრდების, მომავლის ღალატი და რაც ყველაზე მთავარია კონსტიტუციის დარღვევა. ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" თავის პოლიტიკურ ასპარეზს არ დატოვებს", - ამბობს ხაზარაძე.

83 მომხრე 23 წინააღმდეგი - რუსული კანონი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, რომელსაც საზოგადოება აპროტესტებს.   

მსგავსი სიახლეები