პრეზიდენტი შეწუხებულია ყველა იმ საკითხით რაზეც ვისაუბრეთ - ლომჯარია

12.07.21 18:46
პრეზიდენტი შეწუხებულია ყველა იმ საკითხით რაზეც ვისაუბრეთ - ლომჯარია

პრეზიდენტი შეწუხებულია ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს და მისივე თქმით, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით ერთმანეთს გაუგეს.

ერთი-ერთზე ვისაუბრეთ და იყო საკმაოდ ღია, გულწრფელი საუბარი.  ვერ ვისაუბრებ პრეზიდენტის განწყობებზე და მის განცხადებებზე. ის, ალბათ, უახლოეს პერიოდში თავად გააკეთებს შეფასებებს. ეს იყო დახურული შეხვედრა. ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ ჩემი აზრით, განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს იმ დღეს. ასევე, ვისაუბრე, რომ აუცილებელია, დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ, ჯგუფური ძალადობის მუხლით... ვფიქრობ, რომ იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი შეწუხებულია ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი", - თქვა ომბუდსმენმა.