თუ ეს არ აღვკვეთეთ, რუსეთის გუბერნიაში გავიღვიძებთ - მამუკა ხაზარაძე

12.07.21 19:18
თუ ეს არ აღვკვეთეთ, რუსეთის გუბერნიაში გავიღვიძებთ - მამუკა ხაზარაძე

,,ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში პროცესები რუსული სცენარით ვითარდება და საქართველო ორიენტაციის შეცვლის საფრთხის ქვეშაა. ხაზარაძე აცხადებს, რომ ,,ოცნების" ბევრი წევრი ისე არ ფიქრობს, როგორც მათი ბელადები, რასაც პრივატულ საუბრებში აღნიშნავენ კიდეც.

მგონია, რომ თვითონ ,,ოცნების" წევრები განიცდიან სერიოზულ დისკომფორტს, რადგან ძალიან ბევრი მათგანი ისე არ ფიქრობს, როგორც ფიქრობს მათი პარტია, ბელადი, მათი პრემიერი. როცა პირად საუბარს იწყებ, რომელი შეგეწინააღმდეგება, რომ ძალადობა კარგია. 

საშიშ ტენდენციას ვაკვირდებით, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლის ბოლოს წინა ფაზაში ვართ.  ეს არის ქვეყნის კურსის შეცვლა, რუსული სცენარი. ამ რუსულ სცენარს ჰყავს აქტორები, ზოგი ჩანს, ზოგი ჩამალულია სადღაც. ეს თუ სასწრაფოდ არ აღვკვეთეთ, გავიღვიძებთ რუსეთის გუბერნიაში. არავის ვაშინებ, მაგრამ პროცესები იქით მიდის. 

ან თავისუფლება და დემოკრატიული განვითარება  გვინდა, ან ისეთი ქვეყანა, რომელსაც ესენი გვთავაზობენ და ეს არის მათ დიქტატურაზე დამყარებული ქვეყანა. 

ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველგან, ყველა მიმართულებით - აცხადებს ,,ლელოს" ლიდერი.