ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - მთავრობის სახლს წითელი საღებავი შეასხეს

12.07.21 19:18
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - მთავრობის სახლს წითელი საღებავი შეასხეს

ხმაურია ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლთან - შენობასთან შეკრებილი სამოქალაქო აქტოვისტები და პოლიტიკოსები 5-6 ივლისის მოვლენებს აპროტესტებენ. ისინი "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. 

სამოქალაქო აქტივისტებმა შენობას პროტესტის ნიშნად წითელი საღებავი შეასხეს. მთავრობის სახლთან პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა, ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 

აქცია „ლექსოსთვის“ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე ორგანიზაციამ დაგეგმა. ადგილზე მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები თორნიკე რიჟვაძესთან შესვლას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.

 

მსგავსი სიახლეები