აქციაზე უგონო მდგომარეობაში მყოფი სკოლის მოსწავლე სასწრაფოს კლინიკაში გადაყავს

01.05.24 23:29
აქციაზე უგონო მდგომარეობაში მყოფი სკოლის მოსწავლე სასწრაფოს კლინიკაში გადაყავს

აქციაზე უგონო მდგომარეობაში მყოფი სკოლის მოსწავლე სასწრაფოს კლინიკაში გადაყავს. "პირველების" კამერამ დააფიქსირა, როგორ მოიყვანეს აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც გონება ჰქონდა დაკარგული.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, სავარაუდოდ, ბევრი გაზი შეისუნთქა და მან გონება დაკარგა. 

პარლამენტთან ვითარება დაძაბულია - სპეცრაზმი მოქალაქეებზე ძალადობს და წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები